მრავალმხრივი და საინტერესო ადამიანია ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე. ჟერარის ერთ-ერთი ჰობი, სხვასთან ერთად, ფეხბურთის ცქერაცაა. ფრანგი კინოვარსკვლავის საყვარელი გუნდი, რასაკვირველია, საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრებია და როგორც ყველას, ისიც ზინედინ ზიდანის გენიის თაყვანისმცემელია. თუმცა დეპარდიემ ასევე აღიარა, რომ მისი აზრით, ბრაზილიელი ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს მსგავსი დიდი ფეხბურთელი ჩვენს პლანეტაზე არ შობილა.
”რონალდო... ესაა ფეხბურთელი, რომლისთვისაც არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა გოლის გასატანად. მინახავს ფეხბურთელები, რომლებიც თავით თამაშობდნენ კარგად. მინახავს სისწრაფითა და ძლიერი დარტყმებით გამორჩეული მოთამაშეებიც, მაგრამ რონალდოს ყველაფერი გამოსდიოდა და ყველა სათამაშო კომპონენტში იყო ძლიერი. 1998 წელს, როდესაც ბრაზილიის გუნდს ჩვენმა ნაკრებმა 3:0 მოუგო, ყველა ფრანგის მსგავსად, მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ წარმატებით, მაგრამ გულის სიღრმეში, მაინც მეწყინა, რონალდო ჩემპიონი რომ ვერ გახდა. თუმცა, 4 წლის შემდეგ, სამართლიანობა აღდგა და სწორედ რონალდომ აღმართა მსოფლიო თასი”, – ამბობს ჟერარ დეპარდიე, რომელიც სოლიდური ასაკის მოუხედავად, საკმაოდ მხნედ გამოიყურება და სპორტული ცხოვრებითაც ცხოვრობს. ჟერარი ყოველ დილით ვარჯიშობს და ასე ებრძვის მოძალებულ ზედმეტ კილოგრამებს.







