სხვა

11:47 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იუბილე: კობა წაქაძე – 80

 

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე დღეს 80 წლის გახდა! იგი იმ იშვიათ ქართველ სპორტსმენთაგანია, რომელმაც ზამთრის სპორტის სახეობაში წარმატებებით გაითქვა სახელი.

მან 6-ჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, სამჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს, 1961 წელს კი სსრკ ხალხთა სპარტაკიადაშიც იმარჯვა.

სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მან ზამთრის 4 ოლიმპიადაზე იასპარეზა: 1956 წელს კორტინა დ'ამპეცოში (იტალია), 1960 წელს სკვო-ველიში (აშშ), 1964 წელს ინსბრუკში (ავსტრია) და 1972 წელს საპოროში (იაპონია).

კობა წაქაძე თითქმის 20 წელი ირიცხებოდა ქვეყნის ნაკრებში და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. კარიერის განმავლობაში 54 შეჯიბრება მოიგო. არის საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი.

მისმა ვაჟმა კახა წაქაძემ (ასევე ტრამპლინიდან მხტომელმა), რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და თასი მოიგო, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ზამთრის სამ ოლიმპიადაზე იასპარეზა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111874