თამაშგარე

10:09 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკის ამბიციები საზღვრებს გასცდა

 

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “რეალის“ ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სატრფო, მოდელი ირინა შეიკი უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ მერლინ მონროსთანა კაშკაშა ლეგენდებისათვის თავის გატოლებაც სცადა.

პოპულარულ შოუ “ექსტრას", რომელიც მარიო ლოპესს მიჰყავს, ირინა შეიკი ესტუმრა. მან შოუში მერილინ მონროს ცნობილი პოზა გაიმეორა. მოდელი შოუს გადაღებაზე თეთრ კაბაში გამოწყობილი მივიდა. შოუში შეიკი მას შემდეგ მოხვდა, რაც ლოს ანჯელესში ფილმ “ჰერაკლეს" პრემიერა დაინიშნა. ფილმში მომხიბვლელი მოდელის დებიუტი შედგა დიდ კინოში.

შეგახსენებთ, მთავარ როლს ფილმში დუეინ ჯონსონი ასრულებს, ხოლო ირინა შეიკი მისი მეუღლის როლს ირგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162664