თამაშგარე

11:13 | 25.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი სამჯერ “შეარემონტეს“

მადრიდის “რეალის“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სატრფომ და საცოლემ, უმშვენიერესმა მოდელმა ირინა შეიკმა (რომელთა შეუღლებასაც საშველი არა და არ დაადგა) ცოტა ხნის წინ პირველად აღიარა, რომ მისი ესოდენი სილამაზე და ხიბლი სხვა ყველაფერთან ერთად, რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის დამსახურებაცაა.
ირინა აქამდე ყოველთვის ამბობდა, რომ სილამაზის მოსაპოვებლად არანაირი ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია და მისი სახისა და სხეულის მწყაზარი ფორმები მხოლოდ და მხოლოდ განგების გულუხვი საჩუქარი იყო. მაგრამ, ახლა ესპანელმა პაპარაცებმა შეიკი მადრიდის პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი ცნობილ კლინიკაში გამოიჭირეს და რონალდუს სატრფოს ისღა დარჩენოდა, რომ ესპანელ ექიმთა ხელის სიმარჯვეც ეღიარებინა.
როგორც გაირკვა, ირინას უკვე სამი (თუ მეტი არა) პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მოუსწრია და სხვადასხვა დროს ცხვირის, დუნდულებისა და ტუჩის ფორმები “შეურემონტებია“. სულ ბოლოს კი, ექიმთან მისი მისვლის მიზეზი ის ყოფილა, რომ ახალგაზრდა მოდელს თურმე თავისი კანის ხავერდოვნება არ მოსწონს და ამ საქმის მოსაგვარებლადაც ექიმების იმედი აქვს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16795