თამაშგარე

10:25 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი მომავალზე ზრუნავს

კრიშტიანუ რონალდუს ტრფობამ, მოდელი ირინა შეიკი იმდენად პოპულარული გახადა, რომ ირინას შესახებ საზოგადოებას უკვე ყველაფერი აინტერესებს. მათ შორის საზოგადოების განსჯის საგანი ისეთი ამბებიც კი ხდება, რაც რონალდუსთან და შეიკი-კრიშტიანუს სიყვარულთან სულაც არაა დაკავშირებული.

როგორც ევროპული “ყვითელი“ გამოცემები წერენ, ირინა შეიკი მოდელის კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი სამოდელო სახლის გახსნას აპირებს და თადარიგი აქედანვე დაუჭერია. თურმე ბოლო ორი თვეა, რაც რონალდუს სატრფო სპეციალურ კურსებზე დადის და მოდელიორის ხელობას ძირისძირობამდე სწავლობს.

ადრე შეიკი იძახდა, რომ ბიზნესში უნდოდა ბედის ცდა და ქალის საცვლების საკუთარი ბრენდით დამშვენებული პარტიაც კი გამოუშვა. თუმცა, როგორც ჩანს, გულმა მაინც იმ საქმისაკენ გაუწია, რაც მისი აზრით ყველაზე უკეთ გამოსდის.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089302