რაგბი

1:09 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოლი გამარჯვება ბელგიურ კლუბთან

ერთკვირიანი შეკრების გასამართად, თბილისს ბელგიური რაგბის კლუბ USAB Waterloo-ს 17 წლამდელთა გუნდი ესტუმრა.

ბელგიელი 17-წლამდელები აღნიშნული შეკრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიის U16 გუნდთან ორ მატჩს მართავენ. ამ შეკრებას ბელგიელები საშინაო ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ატარებენ.

16 აპრილს, პირველ შეხვედრაში ზვიად ცუხიშვილის და გიორგი ენუქიძის მიერ დარიგებულმა სარაგბო აკადემიის 16-წლამდელებმა ბელგიელებთან სამი 20-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს და მეტოქე 55:0 დაამარცხეს.

გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 19 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება. სტადიონი უცვლელია – “შევარდენის” სანაკრებო ბაზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1179