ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას“ ფეხბურთელი – ანდრეა ინიესტა, კარგ ფეხბურთელთან ერთად, მონდომებული და რაც მთავარია, დაინტერესებული მეღვინეც გახლავთ. ინიესტამ უკვე 9 მილიონი ევრო დახარჯა ესპანეთში, ლა-მანჩას პროვინციაში ვენახების შესაძენად და ღვინის მცირე საწარმოს მოსაწყობად.
მაშინ, როდესაც ინიესტას თანატოლი ფეხბურთის ვარსკვლავები ფულის ფლანგვასა და ათასგვარ სისულელეებს იყვნენ “შეჭიდებულნი“, ინიეტა ამ დროს, მამამისთან ერთად, უმაღლესი კლასის წითელი ღვინის დაყენებით იყო დაკავებული და როგორც ჩანს, ამ საქმეში უკვე გვარიანად დახელოვნდა. ამჟამად, ინიესტას მარანში დაახლოებით, 700 ათასი ბოთლი მაღალხარისხიანი ნახევრადტკბილი წითელი ღვინო ინახება და ფეხბურთელი მალე ევროპის ღვინის ბაზარზე თავისი ნიშის დაკავებასაც გეგმავს.
ინისეტას მიერ ჩამოსხმული ერთი ბოთლი ღვინის სავარაუდო ფასი 40 ევრო იქნება. ფეხბურთელის მამა – ხოსე ანტონიო ინისეტა თურმე ძალიან ამაყობს მისი შვილის ამ მისწრაფებით და ამბობს, რომ მალე მათი საოჯახო ბიზნესი დიდ მოგებასაც მოიტანს...







