თამაშგარე

11:15 | 7.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

იმოგენ ტომასი 25 ათას გირვანქად

უელსელი ფეხბურთელის, რაიან გიგზის სატრფო, უელსელი მოდელი იმოგენ ტომასი ახალი რეალური შოუს გმირი ხდება. იმოგენმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ტელეარხ ე4-თან, რომელზეც გავა შოუ “თულ აკადემია”. რეალურ შოუში ბიჭების გუნდი ეცდება იმოგენის გულის მოგებას და ვინც ამას მოახერხებს ჯილდოდ 25 ათას გირვანქას მიიღებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ყველაფერს ბიჭების მეგობარი გოგონები გააკონტროლებენ.
ასე, რომ ეს არც თუ ისე იოლი იქნება, - მაყურებელი ალბათ არაერთ სკანდალს იხილავს და სულმოუთქმელად დაელოდება ფინალს – ვის დარჩება მშვენიერი იმოგენის გული და 25 ათასი გირვანქა. არც ერთია ცუდი და არც მეორე, მაგრამ ორივე ერთად? – ნებისმიერი მამაკაცისთვის ბედნიერების პიკი!
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090632