მადრიდის ”რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მეკარის – იკერ კასილასის მშვენიერი საცოლე – სარა კარბონერო წელიწადზე მეტია, რაც მიზანში ამოიღეს ესპანელმა პაპარაცებმა და მოსვენებას არ აძლევენ. ჟოზე მეურინიოს მიერ შედგენილი რთული სავარჯიშო გრაფიკის გამო, იკერი ხშირად ვერ იცლის გულისსწორთან შესახვედრად და მეტი არც არაფერი უნდათ ჭორებზე თვალებდაჭყეტილ “ყვითელ” ჟურნალისტებს.
თორმეტ აპრილს, მაშინ როდესაც კასილასი და მისი გუნდი ”ტოტენჰემთან“ დაპირისპირებისათვის ემზადებოდა, სარა კარბონეროს ჟურნალისტებმა ერთ-ერთ რესტორანში მიაკვლიეს. სარა მარტო არ ყოფილა და მას მხარს დამწყები ესპანელი მომღერალი, ვინმე - ხულიო ფერნანდესი უმშვენებდა, რომელიც მშვენიერ სარას სულ თვალებში შესციცინებდა და რესტორნის ფრიად რომანტიული გარემოც ბევრ რამეს აფიქრებინებდა კაცს.
მიზეზი მიეცათ თუ არა, ესპანეთში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ იკერსა და სარა კარბონეროს შორის შესაძლოა “შავ კატას” გაერბინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც სარას და არც კასილასს კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებიათ, მათ რომანს უკვე ათასი კუდი მოაბეს. არადა, ადვილი შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ”ქარიშხალი იყოს ჭიქაში” და სხვა არაფერი...…







