ფეხბურთი

17:56 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: “შემდეგ ეტაპზე “ნაპოლი” უნდა გავიდეს”

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისმა გუნდმა უნდა ითამაშოს და არა ესპანურმა “ბილბაომ”.

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ერთმანეთს “ნაპოლი” და “ბილბაო” დაუპირისპირდნენ. ნეაპოლში გამართული პირველი თამაში 1:1 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლი სწორედ იგუაინმა გაიტანა.

“სიმართლე გითხრათ, არაფრის თქმის სურვილი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ნაპოლი” უნდა გავიდეს.

მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვემზადებით და დასახულ მიზანს მივაღწევთ. ამ მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი გვაქვს.” – განაცხადა იგუაინმა მატჩის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111365