თამაშგარე

11:44 | 18.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

იღბლიანი ნოიერი

ვის ვის და, გელზენკირხენის “შალკეს“ ახალგაზრდა მეკარეს, მანუელ ნოიერს ნამდვილად შეუძლია თქვას - ცხოვრებაში გამიმართლაო! ჯერ ის რად ღირს, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში (ნოიერი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა) გელზენკირხენელთა მეკარე, გერმანიის ნაკრების ძირითადი გოლკიპერი გახდა. მსგავს პატივზე ხომ ყველა ბუნდესქვეყნელი მეკარე ოცნებობს. ახლა კი, ნოიერს ცოლის მოყვანაც განუზრახავს და მისი გულისსწორი ბუნდესქვეყანაში ერთ-ერთი ცნობილი ლამაზმანია.
ნოიერს ცოლად, ახალგაზრდა გერმანელი მოდელი – ანგელა კიტელი მოჰყავს. მომავალი მეუღლე მეკარეზე 2 წლით უმცროსია და ამჟამად 22 წლის გახლავთ. ფოტოზე თავადაც ხედავთ, რომ ნოიერის მეუღლეს გარეგნულად ნამდვილად არაფერი დაეწუნება. ასე რომ, ბუნდესლიგის სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ქორწილს ელიან. ნოიერის იღბლიანობაზე კი, ალემანთა მხარეში ყველა საუბრობს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159537