თამაშგარე

10:05 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსის სატრფო არ იხდის

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელის, მატს ჰუმელსის სატრფო, ქეითი ფიშერი, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც პოპულარულმა ევროპულმა ბულვარულმა გამოცემებმა, ტიტლიკანად ფოტოების გადაღებაზე მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერა და ვერ დაითანხმეს.

ქეითი ფიშერი ამბობს, რომ მას ასეთი რამეები საერთოდ არ აინტერესებს და ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებს, როდესაც კამერის წინ პოზიორობს და სრულიად უცნობი ათეულობით ადამიანი აკვირდება. ჰუმელსის გოგო ამბობს, რომ მისი სატრფოც იზიარებს ამ შეხედულებას.

ქეითი ფიშერი და მატს ჰუმელსი უკვე სამი წელია ერთმანეთს ხვდებიან და ბოლო წელიწადნახევარი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, წყვილი ქორწინებაზე ჯერ არაფერს ამბობს, რაც არაა გასაკვირი, თუკი ევროპული საქორწინო სამართლის ახლართულ_ჩახლართულობას გავითვალისწინებთ...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161416