მსოფლიოს სახელგანთქმული ჩოგბურთელი, ამერიკელი სერენა უილიამსი ჰოლივუდის დასაპყრობად ემზადება და არც თუ ურიგოდ... სამსახიობო კარიერის დასწყისში იგი არტისტობის დასახვეწად მასწავლებლებს ქირაობს და რეგულარულად დადის ლექციებზე.
როგორც სახელგანთქმული ჩოგბურთელი ამბობს, მისთვის მსახიობობა დროებითი გატაცება სულაც არაა და ჩოგნის მოქნევა რომ უკვე გაუჭირდება, ან სურვილი აღარ ექნება, კარიერას ჰოლივუდში გააგრძელებს.
სერენას მცირე ეპიზოდური როლები უკვე ნათამაშები აქვს და მათი სია რეგულარულად იზრდება. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ჰოლივუდურ ფილმებში უკვე სერიოზულ და მთავარ როლებში, მსოფლიოს ნომერ პირველ ქალ ჩოგანს მომავალშიც ვიხილავთ.







