თამაშგარე

12:59 | 10.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლიფილდი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

კრივში ზემძიმე წონაში ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონს, 49 წლის ევანდერ ჰოლიფილდს საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს. ამერიკელი მოკრივის საცხოვრებელი, რომელიც ატლანტის გარეუბანში, 234 აკრ ტერიტორიაზე მდებარეობს და 52 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, აუქციონზე 7,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
სახლი გასაყიდად ევანდერის ვალების გამო გაიტანეს – 14 მილიონ დოლარზე მეტი ჰოლიფილდს, სწორედ ამ საცხოვრებლისთვის მართებდა. 200 ათასი დოლარის ოდენობის ვალი კი, გადასახადების სახით დაუგროვდა. გარდა ამისა, საკუთარი 18 წლის ქალიშვილის 372 ათასი დოლარი მართებს ალიმენტის სახით, რის გამოც ციხეში ჩაჯდომა მოუწევს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090647