კალათბურთი

0:21 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანმა და “მაკაბიმ” მარცხი განიცადეს

ისრაელის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში, რომელშიც რიკი ჰიკმანის “მაკაბი თელ-ავივი” ეილატის “ჰაპოელს” ეთამაშება, ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მაკაბელები ამჯერად სტუმრად თამაშობდნენ და 71:81 წააგეს, ჰიკმანი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა კალათბურთელმა 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

თელ-ავიველთა მხრიდან ორმაგი დუბლი (22 ქულა, 10 მოხსნა) დუეინ სმიტმა მიითვალა, ეილატელებს კი ერთნაირი მონაგარით (19 ქულა, 10 მოხსნა) კევინ პალმერმა და ტერიკო უაიტმა ულიდერეს.

სერიის მე-3 შეხვედრას 29 მაისს “მაკაბი” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110135