თამაშგარე

12:07 | 22.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი პოტერი და დავიდ დე ხეა

ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალის, ჯოენ როულინგის უპოპულარულესი შვიდწიგნეული, რომლის მთავარი გმირი ინგლისელი ჯადოქარი ბიჭუნა ჰარი პოტერია, სხვა სპეციალობის ადამიანების გარდა, ეტყობა, ფეხბურთელებსაც დიდად მოსწონთ. “მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ესპანელი გოლკიპერი დავიდ დე ხეა ამბობს, რომ “პოტერიადა” მისი საყვარელი ნაწარმოებია და ჯერ კიდევ ესპანეთში ცხოვრებისას, მოუთმენლად ელოდა ჰარი პოტერის შესახებ ახალი წიგნის გამოსვლას.
ესპანელი მეკარე იმაშიც გამოტყდა, რომ მაინც და მაინც წიგნიერ ადამიანად თავს არ მიიჩნევს, მაგრამ როდესაც ჯოენ როულინგის შვიდწიგნეულიდან პირველი ნაწილი, “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ წაიკითხა, მას ეს წიგნი ისე მოეწონა, რომ სულ ჰარი პოტერზე და მის მომავალ თავგადასავლებზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ წიგნების გარდა, დე ხეას ზემოთ აღნიშნული წიგნის შესახებ გადაღებული თითქმის ყველა ფილმი აქვს ნანახი.
“ესპანეთში – ჩემს სამშობლოში - ჰარი პოტერი ძალზე პოპულარული პერსონაჟია. პოპულარული არა მხოლოდ ბავშვებშია. მაგალითად, ჩემმა მშობლებმაც კი სიამოვნებით წაიკითხეს ყველა ტომი და შემდეგ ერთად ვმსჯელობდით ხოლმე ჰარის სხვადასხვა თავგადასავლებზე. ბედნიერი ვარ, რომ ახლა ”ჰარი პოტერის” ავტორის სამშობლოში მიწევს ფეხბურთის თამაში. ინგლისელებს მართლაც რომ კარგი მწერლები ჰყავთ”, - ამბობს ”პოტერიადას” დიდი მოყვარული გოლკიპერი.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164646