ავტოსპორტი

0:06 | 26.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი და ისევ ჰამილტონი

უნგრეთის დიდი პრიზი ლუის ჰამილტონის დომინაციით დაიწყო. პირველ და მეორე პრაქტიკებზე მას ბადალი არ ჰყავდა. ორივეზე მან უშუალო მეტოქეს, თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს აჯობა. მეორე სესია განსაკუთრებით გაუსაძლის სიცხეში ჩატარდა - გზის საფარის ტემპერატურამ 55 გრადუსსაც კი მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ჰამილტონს წინა 10 რბოლიდან 5 აქვს მოგებული, როსბერგს კი - 4, თუმცა ლიდერი მაინც გერმანელია, რომელიც წინა ორი უნგრული რბოლის გამარჯვებულ ჰამილტონს 14 ქულას უგებს.

დანარჩენებში ჯერ ყველაზე სწრაფი კიმი რაიკონენი იყო, შემდეგ კი - სებასტიან ფეტელი. ორივე სესიაზე მეოთხე პოზიცია ფერნანდო ალონსომ დაისაკუთრა. სხვათა შორის, ალონსო პირველ სესიაზე ჰამილტონს წამზე ოდნავ მეტით ჩამორჩა, მეორეზე კი - წამზე ოდნავ ნაკლებით.

საინტერესოა, რომ ჰამილტონს ბუდაპეშტის რბოლა სულ ოთხჯერ აქვს მოგებული, ფეტელს - არცერთხელ და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ჯერ ვერც მოიგებს. უნდა ითქვას, რომ FRIC-საკიდარის აკრძალვის შემდეგ, ბევრი „მერსედესის“ უპირატესობის შემცირებას ელოდა, მაგრამ როგორც ჩანს, პირიქით მოხდა - წინა რბოლებში, ლიდერისგან ერთწამიან სხვაობაში უფრო მეტი პილოტი „ეტეოდა“.

საინტერესოა, რომ უნგრეთში კარგი შედეგები აქვს რაიკონენს. მან აქ ერთხელ მოიგო, წინა ორ რბოლაში კი კვარცხლბეკზე მეორე საფეხურ დაიკავა. სხვათა შორის, უნგრეთში მას და სხვა ფინელ მრბოლებსაც, განსაკუთრებით ბევრი ფანი ჰყავთ - უნგრელები და ფინელები (ასევე ესტონელებიც) ხომ მონათესავე ერებია. მოკლედ, არდადეგების წინ, კიმის ჰაერივით ესაჭიროება კარგ შედეგი, რადგან ალონსოსთან შინა-პაექრობაში, პირველი ათი რბოლა პირწმინდად წააგო.

 

უნგრეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:25.814

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:25.997

3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:26.421

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:26.872

5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:27.220

6. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:27.357

7. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              1:27.683

8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:27.782

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:27.804

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:27.960

11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:27.967

12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:28.101

13. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:28.208

14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:28.266

15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:28.330

16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:28.376

17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:28.593

18. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:29.025

19. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:30.363

20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:30.892

21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:31.004

22. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:31.248

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:24.482

2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:24.720

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:25.111

4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:25.437

5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:25.580

6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:25.730

7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:25.983

8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:25.999

9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:26.234

10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:26.402

11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:26.689

12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:26.703

13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:26.789

14. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:26.919

15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:27.013

16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:27.019

17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:27.021

18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:27.480

19. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:28.370

20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:28.469

21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:28.586

22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:29.036

 

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115131