ფეხბურთი

21:08 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალმა” ორი მცველი შეიძინა

“ჰალ სიტიმ” სეზონის განახლებამდე 5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი დახარჯა და “შეფილდ იუნაიტედიდან” ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი, ხოლო “დანდი იუნაიტედიდან” მარცხენა მცველი ენდრიუ რობერტსონი შეიძინა.

მაგუაირმა, რომელსაც ბოლო სამი სეზონის განმავლობაში მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ვერსიით “შეფილდის” საუკეთესო მოთამაშედ ასახელებდნენ, “ჰალთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამავე ვადით დაუკავშირა თავისი მომავალი “ჰალს” რობერტსონმა, რომელსაც შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაუტარებია. 

0.113823