თამაშგარე

11:05 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ღვთისმოსავი ჩილავერტი

ლათინოამერიკელები, სხვა მრავალ თვისებებთან ერთად, განსაკუთრებული ღვთისმოსავობითაც არიან ცნობილნი. როგორც იცით, რომის ამჟამინდელი პაპიც სამხრეთ ამერიკელია და როგორც სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომის წმინდა პეტრეს საყდრის მრევლის უდიდეს ნაწილს, სწორედ სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მკვიდრნი შეადგენენ.

ლეგენდარული პარაგვაელი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი, სხვა თავისი მრავალი თანამემულის მსგავსად, დიდად რელიგიური კაცი ყოფილა. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს, ჩილავერტი თავისი შემოსავლის 10 პროცენტს ეკლესიას ურიცხავდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, რამდენჯერმე ესტუმრა ასუნსეონში მდებარე მონასტერს და საკმაოდ დიდი ფინანსური დახმარებაც გაუწია.

”მთელი ცხოვრების მანძილზე ვოცნებოდი, რომ რელიგიურად მეცხოვრა, მაგრამ ფეხბურთი ამის საშუალებას ნაკლებად მაძლევდა. ღმერთი ცოდვების გამოსყიდვის შანსს ყველას გვაძლევს და ბედნიერი ვარ, რომ ვცდილობ ამ გზაზე დადგომას. სულ მალე, რომის პაპთან მაქვს შეხვედრა დაგეგმილი და მინდა, რომ იგი ჩვენს ქვეყანაში მივიწვიო. პარაგვაიში პაპს დიდ პატივს სცემენ”, – განაცხადა ჩილავერტმა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171523