თამაშგარე

13:16 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ღვინო და მძლეოსნობა

პროფესიონალ მძლეოსნებს  წითელი ღვინის საჯარო სმისგან თავის შეკავება მოუწევთ. ლონდონის კინგსტონის უნივერსიტეტის მკვლევრების ამ დასკვნას ჟურნალი Nutrition აქვეყნებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სპოტსმენები შეიძლება დოპინგის მიღებაში დაადანაშაულებენ.

ამ მოსაზრების დასადასტურებლად, მეცნიერებს ის არგუმენტი მოჰყვათ, რომ  წითელ ღვინოში შემავალი ნივთიერება - ტესტოსტერონი ადამიანის სხეულს აძლიერებს და კუნთების გამოკვეთას უწყობს ხელს. თუკი ორგანიზმში ამ ნივთიერების შემადგენლობა იზრდება,  ეს უპირველესად ანალიზებში აისახება, რაც სპორტსმენების დიკვალიფიკაციის მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუმცა, ამ დასკვნის საპირისპირო მოსაზრება აქვს კინგსტონის ერთ-ერთი სკოლის მკვლევარს, რომელიც ამბობს, რომ  წითელ ღვინოში შემავალი სხვა ნივთიერებები ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამოყოფის რეგულირების პროცესს. “თეორიული მტკიცება წითელ ღვინოში ტესტოსტერონის არსებობის შესახებ საკმარისი საბუთი არ არის სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღების ბრალდების საქმეში. ამას კლინიკური დადასტურებაც სჭირდება“ - ამბობს მკვლევარი.

 

0.140271