ფეხბურთი

18:18 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “თუ ასე გავაგრძელებთ, ფინალში გასვლის შანსი არ გვექნება”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მისი გუნდის მიერ ბოლო დროს ნაჩვენები შედეგებით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად მის შეგირდებს თამაშის გამოსწორება მართებთ.

“ბაიერნმა”, ბუნდესლიგის ბოლო 2 თამაში წააგო, თან ისე, რომ მიუნხენელებმა გოლიც ვერ გაიტანეს. მართალია, “რეკორდმაისტერს” გერმანიის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს, მაგრამ ბოლოდროინდელმა წარუმატებლობებმა გვარდიოლა მაინც გაანაწყენა.

“თუ “რეალთანაც” ისე ვითამაშებთ, როგორც ბოლო მატჩებში, ფინალში გასვლის შანსი არ გვექნება. ბოლო 3 თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის პერსპექტივას არ გვაძლევს. “ბაიერნი” სახიფათო სიტუაციაში იმყოფება.

თუ ფეხბურთელები საკუთარ საქმეზე არ იქნებიან კონცენტრირებულნი, ისინი მოედანზე სწორ და სწრაფ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ.” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “რეალს” დაუპირისპირდება. მატჩები 23 და 29 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113804