ფეხბურთი

20:32 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “რეალთან” კარგ თამაშს ჩავატარებთ”

მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებელი პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “რეალის” წინააღმდეგ, მისი გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს. ეს განცხადება კატალონიელმა სპეციალისტმა “ბრაუნშვაიგთან” ბუნდესლიგაში გასამართი მატჩის წინ გააკეთა.

“ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის “რეალთან” გასამართ მატჩამდე ბოლო ტესტია.

დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ_ერთი საუკეთესო გუნდის, “რეალის” წინააღმდეგ კარგად ვითამაშებთ.

“დორტმუნდთან” წაგების შემდეგ ინტენსიურად ვარჯიში დავიწყეთ. წარუმატებლობამდე ჩემმა შეცდომებმა მიგვიყვანა და არა ფეხბურთელების.” – აცხადებს გვარდიოლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109337