ფეხბურთი

12:30 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურულმა ევროპის ლიგაზე გაიტანა

უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს სოლიგორსკის “შახტიორი”, რომელშიც სანდრო გურული გამოდის.

ერთი კვირის წინ, პირველ მატჩში ირლანდიურ “დერისთან” სტუმრად გამარჯვების (1:0) შემდეგ, ბელარუსებმა შინ 5:1 მოიგეს და ერთი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. გურული სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე “შახტიორი” დააწინაურა – 2:1. ის 73-ე წუთზე შეცვალეს. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სოლიგორსკელები ბელგიურ “ზულტე ვარეგემს” შეხვდებიან.

ასევე მომდევნო ეტაპზე ითამაშებს ლუგანსკის “ზორია”, რომლის ღირსებასაც ჯაბა ლიპარტია იცავს. უკრაინელებმა პირველ მატჩში ალბანურ “ლაჩს” სტუმრად 3:0 აჯობეს, ხოლო თავის მოედანზე – 2:1.

ლუგანსკში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, “ზორიამ” ალბანელებს კიევში, “ობოლონის” სტადიონზე უმასპინძლა. ლიპარტია მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო შესვენების მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა. მომდევნო ეტაპზე “ზორია” ნორვეგიის “მიოლდეს” შეხვდება.

0.114373