ფეხბურთი

22:16 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” იბრძოლა, მაგრამ...

ზედა ექვსეულის გადადებული შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში. ერთმანეთს ლანჩხუთის “გურია” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.  ”გურია” ზედა ექვსეულში მეექვსე ადგილზეა, “სიონი” კი მესამეზე და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს. აქედან გამომდინარე, სტუმრები მოტივირებულნი გამოვიდნენ მოედანზე, თუმცა მასპინძლებმა უშეღავათო ბრძოლა შესთავაზეს მეტოქეს.

უნდა ითქვას რომ, გურული გულშემატკივარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო დღევანდელ მატჩზე და მიუხედავად ცუდი ამინდისა, ბოლომდე ერთგულად ქომაგობდა თავის საყვარელ გუნდს.

თამაშის დაწყებისთანავე ამოვარდნილი ქარი, ხელს უშლიდა ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

პირველი სახიფათო დარტყმა ძამსაშვილმა განახორციელა “სიონის” კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.

 გუნდები ფრთხილობდნენ და თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, იმდენად მწირი იყო სახიფათო ეპიზოდები, შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ტაიმი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წინა ტურში "ზესტაფონთან" გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, “გურიას” კაპიტანმა მინდია ბობღიაშვილმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რასაც გოლი მოჰყვა: "გურიას" კარის დარაჯი გრძელ გადაცემას აპირებდა წინ, მაგრამ ბურთი მის წინ მდგომ “სიონის” ფეხბურთელს გაარტყა, რითაც კარგად ისარგებლა გიორგი კახელიშვილმა და ანგარიშიც გახსნა 0-1.

გოლის გაშვების მიუხედავად, მასპინძლებმა ბრძოლა განაგრძეს და გაორმაგებული ჟინით შეუტიეს მეტოქეს. 24-ე წუთზე, ჭეიშვილმა ითამაშა კარგად და ვილი ისიანს დაუგორა ბურთი, თუმცა ისიანის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

 ვილი ისიანმა მაინც შესძლო გოლის გატანა, თანაც ისეთი ლამაზი ბურთი გაიტანა, სტადიონზე მყოფი გულშემატკივარების დიდი ოვაცია დაიმსახურა. ისიანი "სიონის" საჯარიმო ხაზთან წააქციეს, ჯარიმა თვითონვე შეასრულა, მისი დარტყმული ბურთი ცხრიანში წავიდა და მეკარემ რეაქციის გამოვლენაც კი ვერ მოასწრო 1-1.

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყეს გურულებმა და  თამაშში გარდატეხის შეტანას შეეცადნენ, მაგრამ საკუთარ კარში მიიღეს ისევ გოლი. თუ პირველ ტაიმში ბობღიაშვილი შეცდა, მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ლანჩხუთელთა მცველები შეცდნენ, "სიონის" საჯარიმოს მარჯვენა ფლანგიდან კი კარგი გადაცემა გააკეთა პირველი გოლის ავტორმა კახელიშვილმა,  რასაც ირაკლი სამხარაძემ თავური დარტყმით უპასუხა და მეკარე უშანსოდ დატოვა - 1-2.

დარჩენილ დრო გურულებმა შეტევაში გაატარეს და ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა  თამაშის გადარჩენა ვერ შესძლეს.

საბოლოოდ, მატჩი სტუმრების გამარჯვებით 2-1 დასრულდა და “სიონმა” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

 

 მატჩის შემდეგ:

ლადო ბურდული: “საკმაოდ საინტერესო თამაში იყო, გურიას კარგი გუნდი ჰყავს და ასეთ წინააღმდეგობას ველოდით, მიუხედავად ამისა, გამარჯვება შევძელით და ამისთვის მადლობას ვუხდი ბიჭებს.”

დავით მახარაძე: "სამწუხაროა, რომ ქულები დავკარგეთ, გვქონდა შანსები მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. შევეცდებით მომდევნო მატჩებში გამოვასწოროთ თამაშის ხარისხიც და შედეგიც".

 

 

”გურია” (ლანჩხუთი) - ”სიონი” (ბოლნისი) 1-2  (1-1)

8 აპრილი. 16:00. ლანჩხუთი

გურია: ბობღიაშვილი, ძამსაშვილი(ნ. კილაძე 20), ქურდაძე, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ხორგუაშვილი (გაგნიძე 84),ე. კილაძე ( ნიქაბაძე 57), შენგელია , გაჩეჩილაძე, კვირტია, ისიანი

მწვრთნელი: დავით მახარაძე

 ”სიონი”: მერლანი, სვანიძე, აბრამიძე, ფოფხაძე, ცხადაია, თოთაძე, იმედაშვილი, ბიბილეიშვილი (მამასახლისი 90+3), კახელიშვილი (მიკუჩაძე 72), ლობჟანიძე, სამხარაძე(უგულავა 61).

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლები: კახელიშვილი (21), ისიანი (40), სამხარაძე (54)

გაფრთხილება: კილაძე (75), შენგელია (83), ჭეიშვილი (85), ლობჟანიძემ (85)

მთავარი მსაჯი: ალექსი კრიჭაშვილი (თბილისი)

 

ზედა ექვსეული:

 

1           დინამო (თბ)                    25              17             4              4              56:18             55
2 ზესტაფონი 25 14 4 7 33:16 46
3 სიონი 25 12 6 7 33:25 42
4 ჩიხურა 25 11 6 8 42:38 39
5 მეტალურგი 25 10 6 9 28:29 36
6 გურია 25 11 0 14 26:35 33

 

                                                                                                                                           ედემი ელერჯია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09573