თამაშგარე

11:57 | 12.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

გუდიონსენი მეორე შვილზე ოცნებობს

წარმოშობით ნორვეგიელი ლამაზმანი, ლიი სოვენი ხუთ წელზე მეტია, რაც ვეტერანი ისლანდიელი ფეხბურთელის, ეიდურ გუდიონსენის ცოლია. ლიისა და ეიდურს, მიუხედავად ისლანდიელი ფეხბურთელის სურვილისა, მეორე შვილი ჯერ კიდევ არ ჰყავთ (ამჟამად წყვილს სამი წლის ვაჟი – ერიკი ჰყავთ), რაც გუდიონსენს ძალიან აღონებს.
ლიი სოვენი ცოტა უხიაგი ქალი ჩანს, რომელიც ამბობს, რომ მეორე ბავშვის ყოლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს და კიდევ ერთი შვილი წყვილის ურთიერთობაში პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს. ეიდური კი არ მალავს, რომ მეორე შვილი მისი დიდი ხნის ოცნებაა და ეცდება, რომ ცოლს ეს ახირება გადაათქმევინოს.
სხვათა შორის, თავის დროზე, ლიიმ და ეიდურმა ლონდონის კათედრალში იქორწინეს. გუდიონსენის მეჯვარე მისი ყოფილი თანაგუნდელი ფრენკ ლამპარდი იყო. როგორც ისლანდიელი ფეხბურთელი ამბობს, მას ინგლისი ძალიან მოსწონს და თავის სამუდამო საცხოვრებლადაც ალბათ ლონდონს აირჩევს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.043269