ფეხბურთი

19:40 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუარდადო პსვ-ში გადავა

 

ესპანური “ვალენსიას” მარცხენა ფლანგელი, ანდრეს გუარდადო, კარიერას დიდი ალბათობით ჰოლანდიურ პსვ-ში განაგრძობს - იუწყება Superdeporte.

როგორც ირკვევა, კლუბები ერთმანეთში მორიგდნენ და მექსიკელი ფეხბურთელი “ფილიპს არენაზე” ერთწლიანი არენდით გადაბარგდება. სეზონის დასრულების შემდგომ კი, ჰოლანდიურ გრანდს მისი გამოსყიდვის საშუალება ექნება.

27 წლის მექსიკელი “ვალენსიას” რიგებში 2012 წლიდან ირიცხება, 60 ჩატარებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული სეზონის მეორე ნახევარი, გუარდადომ “ლევერკუზენში” ჩაატარა არენდით.

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11398