ფეხბურთი

20:29 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავას პრემიერლიგაში დარჩენის იმედი აქვს

მახაჩყალის “ანჟის” მარცხენა მცველმა გია გრიგალავამ, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 27-ე ტურში “როსტოვთან” პრინციპულ მატჩამდე განაცხადა, რომ დაღესტნურ გუნდს ლიგაში დარჩენაში მეტოქეებიც უნდა “დაეხმარონ”.

“ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით. ფეხბურთში ფიზმომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, ლიგაში დარჩენის შანსები არის. თუმცა, დარჩენილ მატჩებში ქულები აღარ უნდა დავკარგოთ. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, რადგან კონკურენტებიც უნდა “დაგვეხმარონ,” სადღაც წააგონ, სადღაც ქულები დაკარგონ. ვფიქრობ, გულშემატკივრები ხედავენ, რომ ყოველ მატჩში მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ. დარჩენილ თამაშებშიც ასე იქნება” – აღნიშნა ქართველმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ “ანჟი” 16 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115562