ფეხბურთი

18:55 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა ტრანსფერზე დააყენეს

მახაჩყალის “ანჟის” მთავარი მწვრთნელის სერგეი ტაშუევის განცხადებით, მცველები გია გრიგალავა და ბენუა ანგბვა ტრანსფერზე არიან დაყენებული.

 “პირველ დივიზიონში ლეგიონერებზე სერიოზული ლიმიტია დაწესებული. ჩვენ ახლა შემტევ ფეხბურთელებს ვეძებთ – უცხოელებს. ანგბვას და გრიგალავას ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ. ჩვენ მათ სიამოვნებით გავუშვებდით. ისინი ხელფასის შემცირებას არ თანხმდებიან. ვარჯიშობენ და ახალ კლუბებს ეძებენ. ჩათვალეთ, რომ ისინი ტრანსფერზე არიან დაყენებული” – იუწყება ტაშუევის სიტყვებს “ანჟის” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს გრიგალავა და ანგბვა “ანჟის” ხელმძღვანელობამ დუბლშემადგენლობაში გადაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128467