კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მაქს გრადელიმ "სენტ ეტიენთან" კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2017 წლის ზაფხულამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "მწვანეების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გრადელი "სენტ ეტიენს" 2011 წლის ზაფხულში ინგლისური "ლიდსიდან" შეუერთდა. "მწვანეების" მაისურით კოტდივუარელმა 83 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი ბალახაძე









