ფეხბურთი

12:40 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გომისი, შესაძლოა, ინგლისში წავიდეს

ლიონის ,,ოლიმპიკის’’ 28 წლის თავდამსხმელმა ბაფეტიმბი გომისმა, შესაძლოა, საფრანგეთი დატოვოს და ინგლისური პრემიერლიგის გუნდში გადაბარგდეს. ინგლისური ,,ექსპრესის’’ ცნობით, ფეხბურთელისადმი ინტერესს ,,ნიუკასლი’’, ,,კარდიფი’’ და ,,სუონსი’’ იჩენენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გომისის ხელში ჩაგდება რომაულ კლუბებს ,,რომასა’’ და ,,ლაციოსაც’’ სურდათ, თუმცა როგორც ფეხბურთელის პირადი აგენტი ფრანჩესკო დი ფრისკო აცხადებს,Mმოლაპარაკებებს მხოლოდ ინგლისურ კლუბებთან აწარმოებს.

,,ვესაუბრე იტალიური კლუბების წარმომადგენლებს იგლი ტარესა და ვოლტერ საბატინის, მათ მთავარ სამიზნეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბაფეტიმბი არ წარმოადგენს. ამიტომაც მოლაპარაკებები მხოლოდ ინგლისურ კლუბებთან მიმდინარეობს. ფეხბურთელის პირობა ინგლისურ მხარეებთან შემდეგია: წლიური ხელფასი 2 მილიონ 500 ათასი ევრო, ვფიქრობ ინგლისურ კლუბებს აღნიშნული თანხის გადახდა არ გაუჭირდებათ’’_აცხადებს გომისის აგენტი.

შეგახსენებთ, საუბრები გომისის ინგლისურ კლუბში ტრანსფერის შესახებ უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

გომისი 2008 წლიდან “ლიონის” წევრია, მის რიგებში ჩაატარა 205 მატჩი და გაიტანა 75 გოლი. Eროვნულ ნაკრებში კი პირველად 2009 წელს გამოიძახეს, ,,მამლების’’ მაისური თერთმეტ მატჩში მოირგო, გაიტანა 3 გოლი.

დიმიტრი შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.056463