ფეხბურთი

14:18 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გომისი “ლიონს” ზაფხულში დატოვებს

ფრანგული “ლიონის” თავდამსხმელი ბაფეტიმბი გომისი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს.

გასულ ზაფხულს ის გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ხან თავად ვერ ახერხებდა პოტენციურ მყიდველთან შეთანხმების მიღწევას და ხანაც “ლიონს” ეცოტავებოდა სატრანსფერო წინადადება. მიუხედავად ამისა, 28 წლის გომისი “სტად ჟერლანზე” დიდი ხნით აღარ დარჩება.

“სეზონს “ლიონში” დავასრულებ და მერე კლუბს დავტოვებ. დარჩენილ თამაშებში მაქსიმუმს გავიღებ გუნდის წარმატებისთვის, რადგან მე მისგან ბევრი რამ მივიღე. პრობლემები დავიწყებულია და ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ” - განუცხადა გომისმა RMC-ს.

ბაფეტიმბი “ლიონში” 2009 წელს “სენტ-ეტიენიდან” 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ამ ხნის განმავლობაში მის შემადგენლობაში თითქმის 150 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060813