ფეხბურთი

16:50 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა ხოჯავა – ერთწლიანი კონტრაქტი აეკ ლარნაკა-სთან

 

გოჩა ხოჯავამ კვიპროსულ აეკ ლარნაკა-სთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს კლუბი ქვეყნის ჩემპიონატის გასულ სეზონში მერვე ადგილზე გავიდა.

ხოჯავა, როგორც იცით, ბოლოს გორის "დილაში" გახლდათ. კვიპროსზე კი ადრეც უთამაშია: 2005 წელს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისში". ეროვნულ ნაკრებში მას 2 მატჩი აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, იყო "თბილისში", "თბილისის "მერანში", "როსტოვში", რუსთავის "ოლიმპში", "ანჟიში", "ვოლგაში", "სკა-ენერგიასა" და "ალანიაში". 

აეკ-მა 2011-2012 წლების სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და იქ "შალკესთან" და "სტიაუასთან" ფრეებით გამოიჩინა თავი. ლარნაკას კლუბს ერთხელ მოუგია ტიტული – 2004 წელს კვიპროსის თასი მოიპოვა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097508