ქართველი სპორტსმენები

19:53 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცირეკიძის ბრინჯაო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ფინურ ხალიჩაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ოთხი მოიგო.

ძირითად ბადეში ცირეკიძემ გერმანელი პასკალ ეიზელი, ბულგარელი დანიელ ალექსანდროვი და სომეხი ჰრაჩ ჰოვანესიანი ჩამოიშორა და ნახევარფინალში უნგრელ პეტერ ბაკშთან დამარცხდა. რეპეშაჟის ფინალში კი შვედ ზაკარიას ბერგს სძლია.

0.115876