ამერიკულ “ნიუ იორკ რედ ბულსში”, ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩირგაძე დააწინაურეს. 19 წლის თავდამსხმელი აქამდე MLS-ის კლუბის მეორე გუნდში თამაშობდა, ახლა კი, ესპანური ლა-მანგას შეკრებაზე “ძირითადთან” ერთადაა. თუმცა, “წითელი ხარების” შვედ მთავარ მწვრთნელ ჰანს ბაკეს, ის არც მოსკოვის ცსკა-სთან (1:1) და არც პოლონურ “ლეხთან” (1:0) სპარინგებში მინდორზე არ გამოუყვანია.
“რედ ბულსის” საიტის ცნობით, ბაკემ ნიჭიერი ქართველი გუნდთან შეჩვევის მიზნით წაიყვანა ესპანეთში და სავარაუდოდ, MLS-ის უახლოეს სეზონშივე მისცემს პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსს.
“წითელი ხარების” ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, ჩირგაძის თანაამპლუელი ხუან პაბლო ანხელია – 32 წლის კოლუმბიელი, რომელმაც 2000-2007 წლებში ინგლისურ “ასტონ ვილაში” ითამაშა და გუნდის მთავარმეგოლეც იყო.
ილია ნანობაშვილი









