ფეხბურთი

12:58 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„გენკის“ გულშემატკივარი: „ოქრი" იმ სტილის ფეხბურთელია, ვისაც ძალუძს ბავშვებს ფეხბურთი შეაყვაროს“

ბოლომდე დახარჯვის შემთხვევაშიის დიდ მწვერვალებს შესწვდება


შაბათს, 30 აგვისტოს ოსტენდეს, გენკის "რასინგი" ეწვია და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. როგორც კი გავიგე ქალაქში, სადაც ვიმყოფები, თორნიკე ოქრიაშვილი ჩამოდიოდა ბურთის გასაგორებლად, უმალვე გადავწყვიტე თამაშს დავსწრებოდი.

როგორც იქნა დადგა შაბათი საღამო და ქართული დროშით და სამოსით  "შეიარაღებულები" - მე და ჩემი ძმა, დავადექით სტადიონის გზას. მე მხოლოდ მასპინძელი გუნდის ბილეთების შოვნა მოვახერხე , მაგრამ „გენკის“ ფანებთან საკმაოდ ახლოს ვისხედით და ასე თუ ისე ვახერხებდით მათი შთაბეჭდილებების მოსმენას თორნიკე ოქრიაშვილზე . ოქრი საკმაოდ აქტიური იყო და ხშირად აპლოდისმენტებს იმსახურებდა , რაც სიამაყით გვავსებდა ძმებს, გადავწვიტე მატჩის შესახებ ბევრი არ დამეწერა , რადგან ჩავთვალე, რომ ზედმეტად სუბიექტური ვიქნებოდი. შესვენებაზე მოვახერხე „გენკის“ ფანებში გავრეულიყავი, მათგან ერთერთი ყველაზე ხნიერი გულშემატკივარი დირკ დეხროთე შევარჩიე , მცირე ინტერვიუს ჩასაწერად. ჩემი რესპოდეტი 74 წლისაა , ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა worldsport.ge-ს მკითხველთათვის.

მოგესალმებით ბატონო დირკ, მეოქრისქვეყნიდან გახლავართ, მსურსნტერვიუავწერო თქვენთან , ერთერთი ყველაზე რეიტინგული სპორტული საიტისთვის საქართელოში. რა გსმენიათ საქართველოზე სპორტული კუთხით ?

ძალიან სასიამოვნოა ქართულ გამოცემისთვის ინტერვიუს მიცემა, ჩვენთან ხომ ორი ქართველი თამაშობს, სიმართლე გითხრათ , "ოქრის" და ზარანდიას გადმოსვლამდე , არც ისე ბევრი რამ მსმენოდა საქართველოს შესახებ , თუმცა შემდეგში მოვიძიე ინფორმაცია და საკმაოდ ბევრი საინტერესო აღმოვაჩინე საქართველოს შესახებ.

მაინც რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოზე და ქართველ სპორსმენებზე.

დავიწყებ იქიდან, რომ საკმაოდ დიდი სტაჟის მქონე ფეხბურთის მოყვარული გახლავართ, დავსწრებივარ რამდენიმე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატს, ევროტურნირებს, ქართველთაგან ძალიან კარგად მახსოვს დავით ყიფიანი, რომელსაც ხშირად ზინედინ ზიდანს ვამგვანებ, ელეგანტური ფეხბურთელი იყო მახსოვს, მაგრამ მე მას უფრო საბჭოთა კავშირელად ვიცნობდი ვიდრე ქართველად , ახლა კი ვხვდბი, რომ ეს, თქვენისთანა პატარა ქვეყნისთვის სამწუხარო რეალობაა. მახსოვს შოთა არველაძე „აიაქსიდან“ , ბრწყინვალე გოლეადორი . ასევე ვიცი კახი კალაძის შესახებ და რა თქმა უნდა გიორგი ქინქლაძე. სხვათა შორის ჩვენი მეზობლების ჩემპიონატს ძალიან გულისყურით ვადევნებ თვალყურს, მახსოვს „სიტიში“ ქინქის როგორ აღმერთებდნენ, ასევე მახსოვს ქეცბაია, რომელიც ამჯერად თქვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

საინტერსოა, საკმაოდ ბევრი გცოდნიათ ქართულ ფეხბურთზე...

ეს ყველაფერი განსაკუთრებით „ოქრის“ და ზარანდიას გადმოსვლის შემდეგ ამოტივტივდა . ასევე ვიცი, რომ რამდენიმე ქართველს ჩვენს ჩემპიონატში უთამაშია. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გყავთ,  რაზეც მათ მიერ ევროასპარეზზე ნაჩვენები შედეგებიც მეტყველებს.

როგორ დაგვიხასიათებთორნიკე ოქრიაშვილს ?

"ოქრი" იმ სტილის ფეხბურთელია, ვისაც ძალუძს ბავშვებს ფეხბურთი შეაყვაროს, იგი ძალიან ნიჭიერია და საკამაოდ ტექნიკური. მისი ყოველი ბურთის მიღებაც კი სიამოვნებას მანიჭებს , რადგან ის ყოველივე ამას ტექნიკის დემონსტრირებით ახდენს. მომწონს მისი თამაშის სტილი , ამბიციური და შემტევი. დარწმუნებული ვარ, 100 პროცენტით დახარჯვის შემთხვევაში, ის დიდ მწვერვალებს შესწვდება, რადგან აშკარად გამოირჩევა სხვა ფეხბურთელებისგან.

როგორ ფიქრობთ, უჭირს "ოქრის" ადაპტაციის გავლა?

დღეს სულ რაღაც მეექვსე ოფიციალური თამაში ჩაატარა გუნდთან ერთად და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის უკვე გუნდის ერთერთ ლიდერად ჩამოყალიბდა . იგი საკმაოდ თავისუფლად გრძნობს მინდორზე თავს და მოედნის კარგი ხედვა აქვს. მართალია დისციპლინარული დარღვევა ქონდა , მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ასაკის ბრალია, მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

ალბათ არ გსმენიათ, რომ ქართველებს საბჭოთა კავშირის ბრაზილიელებადმოგვიხსენიებდნენ...

"ოქრის" და ქინქლაძის შემხედვარე გასაგებია , რა ასპექტშიც , მე საერთოდ ტექნიკური და შემტევი ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და როდესაც ჩემთვის სრულიად უცნობი ქართველი ფეხბურთელი გადმოვიდა „გენკში”, მოვიძიე მასზე ვიდეოები და მინდა გითხრათ, რომ „გენკის“ ხელმძღვანელობამ სიურპრიზი მოგვიწყო (იცინის)

რას გვეტყვით ლუკაზე ?

იგი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა მაგრამ , როგორც „გენკის“ ხელმძღვანელობისგან ვიცი , ასევე საკმაოდ დიდი ტალანტია. იმედი მაქვს, რომ ლუკაც, ისევე როგორც ოქრი , მალე ფორმაში ჩადგება და ჩვენს გუნდს თავის ნიჭს მოახმარს .

სხვათა შორის, "ოქრიზე" ვფიქრობ, რომ მას დიდხანს ჩვენ გუნდში არ დატოვებენ და გული მწყდება.

რასთანაა თქვენი შიში დაკავშირებული?

ასეთი ფეხბურთელები შეუმჩნევლები არ რჩებიან , დღეს ფეხბურთში ყველაფერს ფინანსები წყვეტს და მგონია, რომ უახლოეს ორ სეზონში, მას რომელიმე უფრო ძლიერი ლიგიდან შეისყიდიან.

და ბოლოს, რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?

მინდა წარმატება გისურვოთ სპორტული კუთხით, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე და მსურს "ოქრიმ" სუპერვარსკვლავობა "გენკიდან" დაიწყოს (იცინის).

 

დიტო იოსელიანი

სპეციალურად worldsport.ge-სთვის ბელგიიდან


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125337