ლონდონის ”არსენალის“ გერმანელი ვარსკვლავი, მესუთ ოზილი ერთობ წყნარი და ნაკლებად პრეტენზიული კაცია. სამაგიეროდ, უკვე საშველი აღარაა მისი სატრფოს, ვენესუელელი მოდელის აიდა იესპიკასგან, რომელმაც ჯერ იყო და განაცხადა, მესუთი აღარ მიყვარს და მასთან ყველაფერი დავასრულეო. ახლა კი საპირისპიროს ამბობს და წარმოშობით თურქ მობურთალს სიყვარულში საჯაროდ უტყდება.
მესუთისნაირი კაცის გამოჭერა როგორც ჩანს აიდას არ უნდა გასჭირვებოდა, რადგან თვითონ თურქი ფეხბურთელი აღიარებს, რომ ქალებთან მიმართებაში მეტად მშვიდი და დამყოლი კაცია. ლათინოამერიკელი გავეშებული დიაცის მოგერიებას კი, არსენ ვენგერის შეგირდის მხრიდან ალბათ დიდი და მრავლისმომთმენი ნერვები სჭირდება...







