ფეხბურთი

21:17 | 7.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ვეტერანი მეკარე რამაზ ურუშაძე

გარდაიცვალა რამაზ ურუშაძე – წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 60-იანი წლების ქუთაისის “ტორპედოს“ ჩამოყალიბებასა და უმაღლეს ლიგაში დამკვიდრებაში. ის თბილისის “დინამოსთან“ ერთად სამჯერ იყო საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი, ითამაშა სსრკ-ს პირველ და ოლიმპიურ ნაკრებ გუნდებში.
მშვიდი, საიმედო მეკარე ერთნაირად ძლიერი იყო კარში ადგილის შერჩევასა და გამოსვლაში. ფეხბურთის სტატისტიკოსების გამოთვლით, საკავშირო ჩემპიონატებში ჩატარებულ ერთ მატჩში, რამაზ ურუშაძეს საშუალოდ 0.82 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო 121 შეხვედრაში, მისი კარი აუღებელი დარჩა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.
სამწუხაროა, რომ ქართულ საფეხბურთო ოჯახს გამოაკლდა წარსულში შესანიშნავი სპორტსმენი, ახალგაზრდების აღმზრდელი და ღირსეული მოქალაქე რამაზ ურუშაძე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130742