ჭადრაკი

16:20 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება ინგლისელებთან

სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მე-5 ტურში გამარჯვება იზეიმა საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ნონა გაფრინდაშვილი (2300), თამარ ხმიადაშვილი (2076), ციალა ქასოშვილი (2144) და ნინო მელაშვილი (2127) იცავენ.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ინგლისის მე-2 ნაკრები 3.5:0.5 დაამარცხეს და 6 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს. 9 ქულით ლიდერი ლიტვის პირველი გუნდია, რომელსაც კვალში 8-8 ქულით ინგლისის პირველი ნაკრები და ლიტვის გუნდი ღოსიტსან ირ Mაცცაბი უდგანან.

ვილნიუსში მიმდინარე ტურნირი 9 ტურად გრძელდება და 21 ივლისამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1214