ნამდვილი სილამაზე რომ მარადიულია, ეს ჭეშმარიტება მექსიკური ფეხბურთის ლეგენდის, კუატემოკ ბლანკოს ცოლის, გალილეა მონტიხოს მაგალიდანაც ჩანს. გალილეა ერთი ჩვეულებრივი მეხიკოელი გოგონა იყო, როდესაც კუატემოკის მეუღლე გახდა. ახლა კი, 39 წელს მოყრილი გალილეა მონტიხო მექსიკური სერიალების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია და თითქმის ყველა ასაკის მამაკაცებში უდიდესი სიმპათიით სარგებლობს.
გალილეამ მიუხედავად იმისა, რომ 40 წელს მიუკაკუნა, ფოტოებზეც კარგად ხედავთ, თუ რაოდენ კარგად გამოიყურება და რაკი მისი პოპულარობა მექსიკის საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა, გადაწყვეტილი აქვს, ბედი ამერიკის შეერთებულ შტატებში - ჰოლივუდში სცადოს. ”ჩემი გატაცება მსახიობობა არასოდეს ყოფილა. ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად მოხდა. როდესაც მე და კუატემოკი შევუღლდით და ტელევიზორში რამდენჯერმე გამოვჩნდი, ჩემთან სერიალების პროდიუსერები მოვიდნენ და ფილმებში გადაღება შემომთავაზეს. ახლა საკმაოდ ბევრი ფული მაქვს დაგროვილი. ამიტომ ფინანსური კუთხით სერიალები აღარ მაინტერესებს და დიდი სურვილი მაქვს, რომ შტატებში ვცადო ბედი. მით უმეტეს, დაინტერესება ამერიკიდანაც არის”.
ამბობს მშვენიერი გალილეა, რომელიც თავის ქმარს “ყველაზე კეთილ მექსიკელს” უწოდებს და იმედი აქვს, რომ თუკი ამერიკაში წავა, ქმარსაც დაითანხმებს შტატებში გადაბარგებაზე, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. ბოლოს გეტყვით, რომ გალილეა მონტიხოს სულ 35 სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან ოცდაექვსში მთავარი როლი შეასრულა. სერიალების უმეტესობა რასაკვირველია მექსიკური იყო, თუმცა ქალბატონი მოტიხო სამჯერ არგენტინულ სერიალებშიც გადაუღიათ.







