კალათბურთი

16:12 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” შემადგენლობა გადაახალისა

მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილი კლუბი სტამბულის “გალათასარაი” გაძლიერებას განაგრძობს. თურქული გრანდის უკანასკნელი შენაძენი ლიტველი კალათბურთელი მარტინას პოჩიუსი გახდა, რომელმაც კონტრაქტი “1+1” სქემით გააფორმა.

28 წლის მცველი გასული სეზონში კაუნასის “ჟალგირისის” ღირსებას იცავდა და ევროლიგის გათამაშებაში საშუალოდ 10.8 ქულას, 2.9 მოხსნას და 2.5 პასს აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “გალათასარაიმ” სერბი ვლადიმირ მიცოვი, ამერიკელი ნოლან სმიტი, იტალიელი პიეტრო არადორი და თურქი კერემ გონლუმი გადაიბირა, ფურკან არადემირთან და კარლოს აროიოსთან კი კონტრაქტები გააგრძელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117253