ჭადრაკი

11:41 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილის წარმატება ლიხტენშტეინში

ლიხტენშტეინის ქალაქ ტრიესენში დასრულებულ მამაკაც-სენიორთა საერთაშორისო ტურნირში ბრწყინვალედ იასპარეზა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა.

მან 9-დან 6.5 ქულით პირველობა გაინაწილა, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველი სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა. 1. ნონა გაფრინდაშვილი (2299), 2. ლასლო ეპერჟეში (უნგრეთი, 2179), 3. კრისტოფ ფრიკი (გერმანია, 2244).

ცნობისთვის, გაფრინდაშვილმა 4 პარტია მოიგო, 5 კი ყაიმით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069808