თამაშგარე

11:47 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გადარჩენილი სიყვარული ბრაზილიურად

ბრაზილიელი ფეხბურთელის, დავიდ ლუისის სატრფო, სარა მადეირა, ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მასსა და დავიდს შორის გაურკვევლობის პერიოდი დასრულდა - წარსულში დარჩა ყველა ძველი, წარსული დარდები და გულის ტკენები.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ბრიტანული ბულვარული მედია ზემოთაღნიშნული წყვილის დაშორებაზე წერდა და ამის მიზეზად ლუისის ცხოვრებაში სხვა ქალის გაჩენას ასახელებდა. როგორც “ყვითელი” მედია იუწყებოდა, ლონდონის ”ჩელსის” მცველს სარა მადეირასთან განშორება თითქოს უკვე გადაწყვეტილიც ჰქონდა.

სარა მადეირამ მედიასთან ბოლო შეხვედრის დროს ნაწილობრივ დაადასტურა, რომ მასსა და ლუისს შორის გაუგებრობები მართლაც შეიქმნა, მაგრამ ახლა უკვე სიტუაცია შეიცვალა და ბედნიერია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159393