საფრანეთი კონიაკისა და მრავალი მსოფლიო მასშტაბის ყურძნის ჯიშის სამშობლოა. მაღალხარიხიანი ალკოჰოლური სასმელების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ამ ქვეყანაში ამზადებენ და პრაქტიკულად, მთელი საფრანგეთი ორ ნაწილად – “კონიაკისტებად“ და “ღვინისტებად“ იყოფა. ეს დაყოფა არ გახლავთ მხოლოდ კონკრეტული ადამიანის მიერ რომელიმე სასმლის სიყვარულით გამოწვეული. ამას ერთგვარი ოჯახური ტრადიციების სახე აქვს და “კონიაკისტის“ ოჯახში გაზრდილი ადამიანი თუკი ღვინისაკენ “გადაიხრება“, ეს შეიძლება ერთგვარ ღალატადაც კი იყოს აღქმული.
ეს უცნაური დაპირისპირება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფრანგულ ფეხბურთშიც გამოიხატება. კონიაკისებური სასმელების წარმოებასთან, გაყიდვასთან თუ დამზადებასთან დაკავშირებული ფრანგების აბსოლუტური უმრავლესობა, “მარსელს“ გულშემატკივრობს და დღეს, მარსელური კლუბის აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ “კონიაკისტების“ ხელშია.
მეღვინეები კი, აგერ უკვე ბოლო 40 წელია, “ბორდოს” ქომაგობენ. ამ ადამიანებს ჟირონდული კლუბი მხოლოდ იმიტომ კი არ უყვართ, რომ ქალაქი ჟირონდა ესოდენ სახელგანთქმული ღვინის რეგიონში მდებარეობს... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საფეხბურთო კლუბ - “ბორდოს“ დაარსებასაც კი ფრანგი მეღვინეების მიერ აგროვებულ თანხებს უკავშირებენ. თუმცა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ “მარსელისაგან“ განსხვავებით, დღეს “ბორდოს“ ფინანსურად უკვე არანაირი კავშირი აღარ აქვს მეღვინეებთან.







