იყო დრო, როდესაც ამერიკელი მოკრივე, ფლოიდ მეივეზერ-უმცროსი, კრივის სამყაროში საკმაოდ წონიანი სპორტსმენი იყო და ერთ-ერთი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონიც კი გახდა. ახლა კი, ეს კაცი ციხეშია გამომწყვდეული და თავისუფლებამდე დარჩენილ დღეებს ითვლის.
ცხრა წლის წინ, ფლიოდმა შვილები და დედა სცემა. ეს ამბავი ახლაღა გახმაურდა და პოლიციამ მოკრივე ოჯახური ძალადობის ბრალდებით გაასამართლა. ახლა ფლოიდ მეივეზერ-უმცროსს თავისუფლებამდე სულ ერთი თვეღა აქვს დარჩენილი და როგორც გულშემატკივრებისადმი მიწერილ წერილში ირწმუნება, ძალიან ნანობს თავის უსაქციელობას.
“დიახ, მე მოძალადე ვარ და ვხვდები ჩემი დანაშაულის მთელს სიმძიმეს. საკუთარი შვილები და დედა ცხრა წლის წინ ვცემე. ახლა ამას ნამდვილად აღარ ჩავიდენდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ღირსი ვარ ციხეში ჯდომის, რადგან ყველა დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. თუმცა, ყველა ნახავთ, რომ ციხიდან სულ სხვა მეივიზერი გამოვა!“ – ამბობს ამერიკელი მოკრივე თავის წერილში.







