ჩოგბურთი

15:40 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში ვერ გააღწიეს

ქართველმა და უკრაინელმა ჩოგბურთელებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ოლგა სავჩუკმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს.

ნახევარფინალურ შეხვედრაში კალაშნიკოვამ და სავჩუკმა, რომელთაც პირველი განთესვა ჰქონდათ, რუსულ-ბრიტანულ დუეტთან (პანოვა-უოტსონი) 5:7, 2:6 წააგეს და 110-110 სარეიტინგო ქულას დასჯერდნენ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ოქსანამ ბაქოს ტურნირი კიდევ ერთ უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად მოიგო, ამგვარად, ტიტულის დაცვა ვეღარ მოახერხა.

ასპარეზობა დაასრულა ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც. გერმანულ ობერშტაუფენში მიმდინარე 35-ათასიანი ჩელენჯერის მეოთხედფინალში, ბასილაშვილი და ჰოლანდიელი რომანო ფრანცენი პირველი განთესვის მქონე იტალიურ წყვილთან (გედინი-გრასი) 4:6, 0:6 დამარცხდნენ.

0.117121