თამაშგარე

10:35 | 9.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპ ლამის ცოლის დარდები

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, ფილიპ ლამის მეუღლე კლაუდია შატენბერგი მოხარული იქნება, თუკი ფილიპს გერმანიის ნაკრების მესვეურები ცოტა ხნით მაინც აღარ გამოიძახებენ ეროვნულ გუნდში. კლაუდიას სურს, რომ ლამმა მცირე ხნით მაინც დაისვენოს.
”როდესაც ფილიპი სანაკრებო შეკრებიდან ან რომელიმე სანაკრებო ტურნირიდან ბრუნდება, ვხედავ, როგორაა მორალურად განადგურებული. გასაგებია, რომ ნაკრების წარუმატებლობები ყველა გერმანელს აწუხებს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ ფილიპის ნერვები და ფსიქიკა დაზიანდეს”, – ამბობს კლაუდია შატენბერგი.
ქალბატონი კლაუდია ასევე ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდება, უარი ათქმევინოს ფილიპ ლამს ნაკრებში გამოსვლაზე, რადგან იცის, თუ რას ნიშნავს მისი ქმრისათვის გერმანიის უპირველესი გუნდი. მაგრამ ამ ქალსაც უნდა გავუგოთ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ქმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სურვილი ამოძრავებს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.072861