25 წლის ბრაზილიელი მოცურავე სეზარ აუგუსტო სიელო ფილიო, რომელიც 2008 წელს პეკინში, 50-მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადება. შეჯიბრების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სეზარის ვარჯიშს მეგობარი გოგონა, ყოფილი მის მსოფლიო პრისცილა მაჩადო დაესწრო.
შეყვარებულის ვარჯიშის ხილვის შემდეგ, ლამაზმანმა დაასკვნა, რომ აუგუსტო ფსიქოლოგიურად ცუდადაა მომზადებული და გადაწყვიტა, ოლიმპიადაზე დასწრებით გაამხნევოს.







