კალათბურთი

15:40 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ევროპა საქართველოს აუტსაიდერად მიიჩნევს

როგორც არაერთხელ დაგვიწერია, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ, ფიბა-ევროპას ოფიციალური ვებ-გვერდი მომავალი ტურნირის მონაწილე ნაკრებთა რეიტინგს ადგენს და მასში ცვლილებებს გუნდების რიგებში მომხდარი სიახლეების შესაბამისად ასახავს.

განახლებულ კლასიფიკაციაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოლო 24-ე ადგილზე აღმოჩნდა და იმ დიდი დანაკლისის გათვალისწინებით, რომელიც იგორ კოკოშკოვის გუნდს აქვს, ეს მოულოდნელი არ ყოფილა. აი, რა წერია ფიბა-ევროპას საიტზე.

“თორნიკე შენგელიას გამოკლება, რომელიც ნბა-ს საზაფხულო ლიგაში “ბრუკლინ ნეთსის” რიგებში თამაშობდა, საქართველოს ეროვნული გუნდისთვის დიდი დარტყმაა. მითუმეტეს, რომ ევროპის პირველობას ტოვებს ქართველთა კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი – ზაზა ფაჩულია”.

იმ ნაკრებთაგან, რომლებიც მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს მსგავსად, C ჯგუფში ითამაშებენ, საუკეთესო პოზიცია ესპანეთს უკავია. მოქმედი ევროპის ჩემპიონი რეიტინგში მე-4 ადგილზე გახლავთ, მასპინძელი სლოვენია მეხუთეა, ხორვატია – მე-10, პოლონეთი – მე-17, ხოლო ჩეხეთი – 22-ე.

კლასიფიკაციის მოწინავე სამეულში ადგილები შეინარჩუნეს საბერძნეთმა, ლიტვამ და საფრანგეთმა. ბერძნებს იოანის ბურუსისის ტრავმის მიუხედავად, ჩინებული შემადგენლობა ჰყავთ შეკრებილი, ლიტვამ და საფრანგეთმა კი საწყისი საკონტროლო მატჩები დანაკარგის გარეშე განვლეს. ლიტველებმა ორჯერ ბელგიელებს მოუგეს (86:61, 66:53), ხოლო ფრანგებმა ფინეთს (101:93) და გერმანიას (89:84) სძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108692