თამაშგარე

14:19 | 19.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი და სექს-ინდუსტრია

ესპანური საფეხბურთო კლუბის, მადრიდის ატლეტიკოს” გულშემატკივრები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გარკვეული საზღაურის გადახდის შემდეგ, ერთ-ერთ ესპანურ კინოსტუდიას სტადიონ ”ვისენტე კალდერონზე” გადაღებების უფლება მისცა.
სტადიონზე ფილმის გადაღება მთელს მსოფლიოში ჩვეული და აპრობირებული რამ გახლავთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ესპანური სტუდია ”ორიგინალი”, როგორც წესი, ეროტიკული ჟანრის ფილმებს იღებს და მადრიდელ ქომაგებს არ სურთ, რომ მათი საყვარელი არენა სექსუალური ორგიების ასპარეზი გახდეს.
არც ”ატლეტიკოს” ხელმძღვანელები და არც კინოსტუდიის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, არ ამხელენ - არის თუ არა ფილმი ეროტიკული შინაარსის. თუმცა, კინოსტუდიის ავტორიტეტი, ქომაგთა ეჭვებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ შარშან გერმანიაში, მიუნჰენის ”ალიანს არენადან” სტადიონის თანამშრომლებმა სულ კინწისკვრით გაყარეს ერთ-ერი გერმანული პორნოფილმების სტუდიის ხალხი, რომლებიც მიუნჰენური გუნდის ხელმძღვანელობის დაუკითხავად, ”ალიანს არენაზე” ფილმის ”მძაფრ” ეპიზოდს იღებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167133