შოტლანდიელი ვეტერანი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი საფრანგეთში ვენახებს ყიდულობს. მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბ ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ფერგიუსონმა გადაწყვიტა მეღვინეობას მიჰყოს ხელი.
როგორც ამბობენ, ”ფერგი” მზადაა 2 მილიონი გირვანქა გადაიხადოს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ღვინის მარანში. სავარაუდოდ, ახალ საქმიანობას სულ მალე შეუდგება.
ფერგიუსონს ადრეც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ღვინის დიდი დამფასებელია. უკანასკნელ პერიოდში ბრიტანული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში კი მან პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ცნობილ ფრანგულ ღვინოს შეადარა.







